Saturday, October 1, 2016

საქართველოს ბუნება მწვანე აფთიაქია

პროექტის სახელწოდება: საქართველის ბუნება მწვანე აფთიაქია...
პროექტის მთავარი იდეა: სამკურნალო მცენარეების გაცნობა
პროექტის აქტუალობა: საქართველიოში გავრცელებული მცენარეების  უმეტესობას აქვს სამკურნალო თვისებები მათზე დაკვირვება და თვისებების შესწავლა მოსწავლეებს გაუღვივებს  ინტერესს მცენარეების მიმართ
პროექტის მიზანი: სამკურნალო მცენარეების მოძიებით, მათზე იმფორმაციის მოპოვებით,მოსწავიეებს გაუჩნდებათ ინტერესი მცენარეების და მათი თვისებების შესახებ გაუჩნდებათ სურვილი შეაგროვონ სამკურნალო მცენარეები ისწავლონ მათი შენახვის წესი და მათი გამოყენება საჭიროების შემთხვევაში
მონაწილეთა ასაკი: პროექტს მოამზადებენ  V კლასელები
ვადები:პროექტზე მუშობისათვის მოსწავლეებს მიეცემათ 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები: დაამზადებენ მოსწავლეები სამკურნალო მცენარეების ჰერბარიუმებს .დაამზადდებენ პლაკატს სადაც თითეულ მცენარეს რომელიც პლაკატზე იქნება მიმაგრებული ექნება მოკლე ინსტრუქცია მისი თვისებებისა გამოყენების შესახებ შექმნიან ფოტო მასალის ალბომს
პროექტისათვის საჭირო რესურსები:ინტერნეტი, ლიტერატურა სამკურნალო მცენარეების  შესახებ სამკურნალო მცენარეების ნიმუშები.
პროექტის მსვლელობა:პროექტის მონაწილეებს  მეცემა დავალება მოიძიონ სამკურნალი მცენარეები ან მათი ნაწილები რომელთა შესახებაც სმენიათ უფროსებისგან და დაამზადონ ჰერბარიუმი მასწავლებლის დახმარებით.მოიძიონ ლიტერატურა აღნიშნული მცენარეების შესახებ. შემდეგ მოახდინონ  მოძიებული     მასალის გაანალიზება.დაამზადებენ პლაკატს  საქართველოს ბუნება მწვანე აფთიაქია. შექმნიან ფოტო ალბომს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნება V.1. მოსწავლეს შეუძლია ყვავილოვანი მცენარეების ძირითადი ორგანოების მათ ფუნქციებთან დაკავშირება.
პროექტის ხელმძღვანელი:ნანი დემურიშვილი

ელ ფოსტა: demurichvilinani@gmail.com ბლოგი nanidemurichvili. .blogsport.com